დიმიტრი ცქიტიშვილი – ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს.
როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, არ შეიძლება, სიაში ვინმე შემთხვევით და ზედაპირული ეჭვით შევიდეს.
„საუბარი ძალიან მნიშვნელოვან სიაზე გვაქვს. სიასა და ამ პოლიტიკას ევროკავშირისგან მხარდაჭერა აქვს. უახლოეს რეზოლუციაში ამ სიაზე ვისაუბრებთ. მოლოდინია, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა გაიზიარონ და ამიტომ მოწოდებაა, რომ სიფრთხილე, სწორი და მიზანმიმართული მუშაობა გვმართებს, რომ შეცდომა არ მოგივიდეს და ამან უკუშედეგი არ გამოიღოს. მთავრობა სიას მალე წარმოადგენს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.