დიმიტრი ცქიტიშვილი - ძალიან ძლიერი დიპლომატები არიან, რომელთაც შეუძლიათ ეფექტური საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ
დიმიტრი ცქიტიშვილი - ძალიან ძლიერი დიპლომატები არიან, რომელთაც შეუძლიათ ეფექტური საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, არსებობს იმის რესურსი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად რამდენიმე კარგი და ძლიერი კანდიდატი განიხილონ, თუნდაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.

როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ყოველდღიური მუშაობა ვისთან იქნება უფრო კომფორტული.

„კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია, არ ვიცი, პროცესი როგორ მიდის, რადგან პრემიერობის კანდიდატმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ყოველდღიური მუშაობა ვისთან იქნება უფრო კომფორტული. გუნდში ერთიანი საგარეო პოლიტიკის გატარების ძლიერი რესურსებია. ძალიან ძლიერი დიპლომატები არიან, რომელთაც შეუძლიათ, ძლიერი და ეფექტური საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.