დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენი ოპონენტებისთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენი ოპონენტებისთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს

ჩვენს ოპონენტებს არანაირი მორალი და ზნეობა არ გააჩნიათ და პოლიტიკური ქულების დასაწერად ნებისმიერი თემის გამოყენება სურთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ყველა ქვეყანაში არის გარკვეული თემები, რომლებზეც მორატორიუმი ცხადდება, რადგან ეს არ არის პოლიტიკური საარჩევნო კამპანიების დღის წესრიგი. ცალსახაა, რომ არანაირი მორალი და ზნეობა არ გააჩნიათ ჩვენს ოპონენტებს და ნებისმიერი თემის გამოყენება სურთ პოლიტიკური ქულების დასაწერად. ეს ის თემაა, რაზეც პოლიტიკური ჯგუფები არ უნდა კამათობდნენ და რაზეც ერთიანი კონსოლიდირებული აზრი უნდა გვქონდეს. მით უმეტეს ჯარით მანიპულირება. არც ერთი ქვეყანა ამის უფლებას თავის თავს არ აძლევს. ჯარი არის ის საფუძველი, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური სპექტრი არის ერთიანი თავდაცვითუნარიანობის და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხში. თუკი რომელიმე ყოფილ სამხედრო პირს აქვს სურვილი გამოეხატა მხარდაჭერა, ამის აფიშირება და ამაზე აქცენტების გაკეთება ეს არის ამორალური და მიუღებელი. ეს ჩვენი ოპონენტების ხელწერაა. მათთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.