დიმიტრი ცქიტიშვილი - ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მეორე ტურისთვის გეგმის გარკვეული მონახაზი იქნება წარმოდგენილი და აზრთა გაცვლა მოხდება
დიმიტრი ცქიტიშვილი - ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მეორე ტურისთვის გეგმის გარკვეული მონახაზი იქნება წარმოდგენილი და აზრთა გაცვლა მოხდება

ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე მეორე ტურისთვის გეგმის გარკვეული მონახაზი იქნება წარმოდგენილი და აზრთა გაცვლა მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ტურისთვის მმართველი გუნდის გეგმაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„ჯერ გვაქვს აზრები. მგონია, რომ გეგმის გარკვეული მონახაზი იქნება წარმოდგენილი და იქნება აზრთა გაცვლა, რადგან პარლამენტში, ვინც რაიონებში იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, იციან გარკვეული პრობლემები, გარკვეული ტაქტიკური, ორგანიზაციული, რაც შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, რატომაც ვერ ავიღეთ ისეთი კარგი მაჩვენებელი, როგორსაც ველოდებოდით. ვფიქრობ, იქნება გარკვეული ანაზილი და ამის შემდეგ ჩამოყალიბდება გარკვეული გეგმა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება.