დიმიტრი ცქიტიშვილი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში საყურადღებო ჩანაწერია, რომელსაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება
დიმიტრი ცქიტიშვილი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში საყურადღებო ჩანაწერია, რომელსაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება

ძალიან ცუდი სიგნალებია, რომელსაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რომლებიც გაანეიტრალებს მზარდ კრიტიკას, სხვა შემთხვევაში, კრიტიკა არათუ არ გაჩერდება, არამედ კიდევ უფრ მწვავე ხასიათს მიიღებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიშზე კომენტარისას აღნიშნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ძალიან საყურადღებო ჩანაწერია, რომელსაც არა მხოლოდ კომუნიკაცია და კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება სჭირდება, არამედ ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„უნდა დამტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე, უნდა გატარდეს ანტიკორუფციული ზომები და ამის ახალი ტალღა უნდა წამოვიწყოთ, რადგან უკვე არის არა მხოლოდ ჭორები, არამედ გარკვეული კვლევები, რომელიც გვეუბნება, რომ არათუ კორუფციის ნიშნებია, არამედ კონკრეტულ ფაქტებში გამოისახება. რაც მთავარია, ისეთი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომლის ლეგიტიმურობაზე არანაირი კითხვები არ უნდა იყოს. ძალიან საყურადღებო პროცესია, თუ ეს პროცესი ამ ეტაპზე არ შეჩერდება, ძალიან მწვავე შედეგები შეიძლება დადგეს ქვეყნისთვის. ძალიან ცუდი სიგნალებია, რომელსაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რომელიც გაანეიტრალებს მზარდ კრიტიკას, სხვა შემთხვევაში, კრიტიკა არათუ არ გაჩერდება, არამედ კიდევ უფრ მწვავე ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.