დიმიტრი ცქიტიშვილი - ანა გომეშის განცხადება გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რომელიც საარჩევნო კამპანიას თან ახლდა
დიმიტრი ცქიტიშვილი - ანა გომეშის განცხადება გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რომელიც საარჩევნო კამპანიას თან ახლდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარ ანა გომეშის განცხადება გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რომელიც საქართველოში საარჩევნო კამპანიას თან ახლდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ანა გომეში ყოველთვის კრიტიკულია მიუხედავად იმისა, რომ „სოციალ-დემოკარატიული“ ჯგუფის წევრია.

„ანა გომეში ჩემი მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ოჯახის წევრია, ყოველთვის კრიტიკულია. მისი განცხადება იმ რეალობიდან გამომდინარეობს, რაც მან იმ შეფასებებიდან დაინახა, რომელიც საარჩევნო კამპანიას თან ახლდა. რაც შეეხება ევროპარლამენტარების შეფასებებს, ისინი სახელმწიფოს წარმატებას აღიარებენ და მათი მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა. ამბობენ, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანაა და რეგიონში ვარსკვლავია. ისეთი გზანილები და სულისკვეთება იყო, რაც ევროკავშირში საქართველოს მიმართ არსებობს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. ევროპარლამენტარმა, ანა გომეშმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა, რომ საქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები და შეტევა, რაც სამარცხვინოა საქართველოს იმიჯისთვის.