დიმიტრი ცქიტიშვილი - ამერიკის მხარდაჭერა ის ძირითადი ღერძია, რომლის მეშვეობითაც ქვეყანამ დეოკუპაციას უნდა მიაღწიოს
დიმიტრი ცქიტიშვილი - ამერიკის მხარდაჭერა ის ძირითადი ღერძია, რომლის მეშვეობითაც ქვეყანამ დეოკუპაციას უნდა მიაღწიოს

დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს გამოეხმაურა.

ცქიტიშვილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტი და თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ყველა ეტაპზე ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ეს უწყვეტი და თანმიმდევრული მხარდაჭერა. მხარდაჭერა ორპარტიულია და ორივე პარტია ამაზე თანხმდება. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის მხარდაჭერა ის ძირითადი ღერძია, რომლის მეშვეობითაც ქვეყანამ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს, საქართველომ საგარეო პოლიტიკა განახორციელოს“ ,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 339 ხმით, 71 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კონგრესმენი ალბიო საირესის [დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი] მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთს არ დაუშვებენ „დიდი შვიდეულში“, ვიდრე იგი პატივს არ სცემს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების ერთგული.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე რეზოლუციის თაობაზე გამართული დებატების ფარგლებში, აშშ-ის კონგრესმენების მხრიდან გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.