დილიჟანში სომხურ-ქართული ბიზნესფორუმი გაიმართება

18:03, 21.05.2019

დილიჟანში სომხურ-ქართული ბიზნესფორუმი გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანა ნაგდალიანმა გაავრცელა.

მისი თქმით, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მომუშავე სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა ერევანში 27-28 ივნისს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც დილიჟანში ერთობლივი ბიზნესფორუმი შედგება.

მსგავსი