„დილას“მწვრთნელი - ვიმედოვნებ, „დინამოსთან“ მატჩზე სტადიონი სრულად გაივსება #1TVSPORT
გორის „დილამ“ გათამაშების ლიდერი თბილისის „იბერია“ 4:1 დაამარცხა და პირველ ადგილზე დაწინაურდა. შემდეგ შეხვედრას გუნდი „დინამო თბილისთან“ გორში გამართავს.
ამასთან დაკავშირებით, „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი მოტამ ისაუბრა და „დინამოსთან“ გასამართ მატჩზე გულშემატკივრებს თანადგომისკენ მოუწოდა.
„მომავალ მატჩს გორში ჩავატარებთ და მჯერა, დაუვიწყარი გულშემატკივრობა იქნება. ისინი ჩვენთვის მეთორმეტე მოთამაშეები არიან. რაც მთავარია, მჯერა, რომ სტადიონი სრულად გაივსება.
„დილა“ კიდევ ერთ კარგ და ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. ჩვენ ძალებს აღვიდგენთ და ვეცდებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგოთ“, – ამბობს რუი მოტა.
გორის „დილა“ „დინამო თბილისს“ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში შაბათს, 18 მაისს დაუპირისპირდება. მატჩი „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.