„დილას“ პორტუგალიელი მწვრთნელი - „დინამოსთან“ რთულ შეხვედრას ველით, თუმცა მოგებების სერია უნდა განვაგრძოთ #1TVSPORT
„დილას“ პორტუგალიელი მწვრთნელი - „დინამოსთან“ რთულ შეხვედრას ველით, თუმცა მოგებების სერია უნდა განვაგრძოთ #1TVSPORT

„დილის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდო კოშტამ „დინამო თბილისთან“ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„„დინამო თბილისი“ საკმაოდ ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელებითა დაკომპლექტებული და კარგი ტაქტიკური სქემით თამაშობს. მათ ჰყავთ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ მაღალი კლასის არაერთი ფეხბურთელი, ვფიქრობ, რომ რთული თამაში იქნება. მაგრამ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და იმედი მაქვს, მორიგ სამ ქულას მოვიპოვებთ.

უკვე ზედიზედ ოთხ მატჩში გავიმარჯვეთ და იმედია, ამ სერიას კვლავ განვაგრძობთ. ვიმედოვნებ, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე და ამ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაგვეხმარება“, – ამბობს „დილის“ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო მატჩი გორის „დილას“ და „დინამო თბილისს“ შორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 28 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება.