„დილას“ კვლავ პორტუგალიელები გაწვრთნიან - გუნდის მენეჯერად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული რიკარდო კოშტა დაინიშნა #1TVSPOT
„დილას“ კვლავ პორტუგალიელები გაწვრთნიან - გუნდის მენეჯერად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული რიკარდო კოშტა დაინიშნა #1TVSPOT

გორის „დილას“ ახალი დამრიგებელი ჰყავს – გუნდს  45 წლის პორტუგალიელი ფრანჩესკო მიგელ კასტრო გაწვრთნის. ინფორმაციას „დილას“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ფრანჩესკო მიგელ კასტრო ამ დრომდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად საკუთარ ქვეყანაში მუშაობდა – იყო „მორიერენსეში“, „ვიტორია გიმარაეშის“ მეორე გუნდში, „კოვილას“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე – უთამაშია „ბრაგასა“ და „მორიერნესეში“.

„დილას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ასევე პორტუგალიელი, 45 წლის სერხიო სანტოსი იქნება, რომელსაც კარიერა სამშობლოში, ქვედა ლიგის „სანტიაგოს“, „მირანდელას“ და „ფელგუეირაში“ აქვს გატარებული.

გუნდში გენერალური მენეჯერის პოზიციაზე კი წარსულში ცნობილი პორტუგალიელი რიკარდო კოშტა იმუშავებს, რომელიც ფეხბურთელობის დროს თამაშობდა „ვალენსიასა“ და „ვოლფსბურგში“ (გერმანიის ჩემპიონი გახდა), „ლილში“, მშობლიურ „პორტოში“ კი 2004 წელს, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ოთხჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი, ორჯერ – თასის მფლობელი, ხოლო ხუთჯერ – სუპერთასის გამარჯვებული.

კოშტამ პორტუგალიის ნაკრებში 22 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდთან ერთად იყო 2006 და 2010 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებისა და ევრო 2008-ის მონაწილე. კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერა „პორტოში“ დაიწყო, 19-წლამდე გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ კი 17-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.