გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში „დილამ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
გორელებმა პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს: მე-12 წუთზე ანგარიში გორელთა ნახევარმცველმა, ლევან ნონიკაშვილმა გაიხსნა, 24-ე წუთზე კი გურამ გოშთელიანმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა 2:0.
„დილამ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, 14 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. გორელებმა მინიმალურამდე შეამცირეს სხვაობა საჩხერის „ჩიხურასთან“, რომელიც 17 ქულით მეხუთე ადგილის ამარა დარჩა.