„დილამ“ ზედიზედ მესამედ მოიგო
„დილამ“ ზედიზედ მესამედ მოიგო

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში „დილამ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

გორელებმა პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს: მე-12 წუთზე ანგარიში გორელთა ნახევარმცველმა, ლევან ნონიკაშვილმა გაიხსნა, 24-ე წუთზე კი გურამ გოშთელიანმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა 2:0.

„დილამ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, 14 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. გორელებმა მინიმალურამდე შეამცირეს სხვაობა საჩხერის „ჩიხურასთან“, რომელიც 17 ქულით მეხუთე ადგილის ამარა დარჩა.