ეროვნული ლიგის 25-ე ტური „სამგურალისა“ და გორის „დილას“ მატჩით გაიხსნა, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს და ლიდერობა განიმტკიცეს.
ფეხბურთის ფედერაციის წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გამართულ დაპირისპირებაში „დილამ“ ანგარიში პირველივე წუთზე არუნა უატარას გოლით გახსნა. ელიგის გათამაშების ლიდერი მასპინძლების დიდ წინააღმდეგობას წააწყდა – მე-15 წუთზე გიორგი ფანცულაიამ პენალტით წონასწორობა აღადგინა და ტაიმი ასეც დასრულდა.
„დილამ“ მე-80 წუთზე მიზანს მაინც მიაღწია. გორელების სწრაფი კონტრშეტევა განელმა თავდამსხმელმა, სირილ ედუძიმ დააგვირგვინა და „დილას“ საჩემპიონოდ აუცილებელი გამარჯვება მოუტანა.
ეროვნულ ლიგაში გამართული 25 ტურის შემდეგ წყალტუბოს „სამგურალი“ 23 ქულით მე-7 პოზიციაზე დარჩა, ხოლო გორის „დილამ“ 56 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა.