„დილამ“ თასის ეტაპი გაიარა - ორი „დინამო“ ერთმანეთს დაუპირსპირდება #1TVSPORT
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სენსაციები არ მომხდარა – /16 ფინალიდან გათამაშების შემდეგ ეტაპზე წყვილის ფავორიტები გავიდნენ, ბოლო მერვედფინალისტი კი ანგისაში გამართულ მატჩში გაირკვა.
გორის „დილა“ ხელვაჩაურის „მაჭახელას“ ესტუმრა და 6:1 დაამარცხა. გუნდი 1/8 ფინალში დებიუტანტ იური ბატიუშინის, ვანდერსონ სილვას (პენალტი), ონორე გომისის, ცოტნე მოსიაშვილისა და ნუგზარ სპანდერაშვილის (2) გოლებით გავიდა. გორელები 1/8-ფინალში „დინამო 2-ს“ დაუპირისპირდებიან.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე 1/8 ფინალურ მატჩები 13 და 14 სექტემბერს ჩატარდება. განსაკუთრებულ ყურადრებას ბათუმში გასამართი ორი „დინამოს“ მატჩი იქცევს – ბათულემები თბილისელებს დაუპირიპირდებიან.
ზანა – გურია
მერანი (მ) – საბურთალო
ვარკეთილი – რუსთავი
თელავი – ლოკომოტივი 2
სპაერი – ტორპედო
დინამო 2 (თბ) – დილა
ლოკომოტივი – შუქურა
დინამო (ბთ) – დინამო (თბ)