„დილამ“ თასის ეტაპი გაიარა - ორი „დინამო“ ერთმანეთს დაუპირსპირდება #1TVSPORT
„დილამ“ თასის ეტაპი გაიარა - ორი „დინამო“ ერთმანეთს დაუპირსპირდება #1TVSPORT

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სენსაციები არ მომხდარა – /16 ფინალიდან გათამაშების შემდეგ ეტაპზე წყვილის ფავორიტები გავიდნენ, ბოლო მერვედფინალისტი კი ანგისაში გამართულ მატჩში გაირკვა.

გორის „დილა“ ხელვაჩაურის „მაჭახელას“ ესტუმრა და 6:1 დაამარცხა. გუნდი 1/8 ფინალში დებიუტანტ იური ბატიუშინის, ვანდერსონ სილვას (პენალტი), ონორე გომისის, ცოტნე მოსიაშვილისა და ნუგზარ სპანდერაშვილის (2) გოლებით გავიდა. გორელები 1/8-ფინალში „დინამო 2-ს“ დაუპირისპირდებიან.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე 1/8 ფინალურ მატჩები 13 და 14 სექტემბერს ჩატარდება. განსაკუთრებულ ყურადრებას ბათუმში გასამართი ორი „დინამოს“ მატჩი იქცევს – ბათულემები თბილისელებს დაუპირიპირდებიან.

ზანა – გურია

მერანი (მ) – საბურთალო

ვარკეთილი – რუსთავი

თელავი – ლოკომოტივი 2

სპაერი – ტორპედო

დინამო 2 (თბ) – დილა

ლოკომოტივი – შუქურა

დინამო (ბთ) – დინამო (თბ)