„დილამ“ „დინამო თბილისთან“ ფრედ ითამაშა - კვირკველიამ სადებიუტო თამაში ჩაატარა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 24-ე ტური „პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა – „დინამო თბილისმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და გათამაშების ლიდერთან ქულა მოიპოვა – 1:1.
თბილისელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა კვირეკველიამ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მთავარი მოვლენები მატჩის მიწურულს მოხდა. 82-ე წუთზე „დინამოს“ გათამაშებული კუთხური თბილისელთა კაპიტანმა, სანდრო კალანდაძემ ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა და „დინამო“ დააწინაურა.
გორელებმა ანგარიში 88-ე წუთზე გაათანაბრეს – ავსტრიელმა ნახევარმცველმა, ნოსა ედოკპოლორმა საჯარიმოში შოთა შეყილაძე მოცელა, ეპიზოდის ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ მთავარმა არბიტრმა მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ტაირელ ვაუტერმა გამოიყენა – 1:1.
გორის „დილამ“ (48 ქულა) პირველი ადგილი შეინარჩუნა და 3 ქულით უსწრებს მეორე-მესამეადგილოსან „იბერიასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“, „დინამო თბილისი“ (27) კი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ სეზონს ატარებს და მე-7 ადგილზეა.