„დილა“ მოსკოველებთან ბოლო წუთებზე დამარცხდა
„დილა“ მოსკოველებთან ბოლო წუთებზე დამარცხდა

თურქულ შეკრებზე გორის „დილა“ რუსეთის პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, მოსკოვის „ტორპედოს“ ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

პირველი ნახევრის შემდეგ გორელები მოსკოვის გუნდს 2:1 ამარცხებდნენ. მესამე წუთზე, „ტორპედოს“ მცველს უხეში შეცდომა მიკოლა კოვტალიუკმა არ აპატია – 1:0. 36-ე წუთზე, მოსკოველებმა წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 45-ე წუთზე თემურ მარკოზაშვილმა მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით „დილა“ კვლავ დააწინაურა 2:1.

მეორე ნახევარში გორელებმა რეალური საგოლე მომენტი კიდევ შექმეს, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლეს, მოსკოველებმა კი მატჩის ბოლო ორ წუთში ორჯერ გაიტანეს და საბოლოოდ, ეს დაძაბული ამხანაგური მატჩი 3:2 მოიგეს.