„დიფ ნოლიჯ გრუფის“ კვლევის მიხედვით, „კოვიდ-19“-ის უსაფრთხოების რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია
„დიფ ნოლიჯ გრუფის“ კვლევის მიხედვით, „კოვიდ-19“-ის უსაფრთხოების რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია

დიფ ნოლიჯ გრუფის“ (Deep Knowledge Group) ანგარიშში „კოვიდ-19“-ის უსაფრთხოების რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია.

ანგარიშის თანახმად, რომელიც უსაფრთხოების რეიტინგსა და რისკების შეფასებას უკავშირდება, საქართველოს ჯამური 550 ქულა აქვს მინიჭებული, რომელიც სხვადასხვა პარამეტრის შეერთებით არის მიღებული, მათ შორის: კარანტინის ეფექტიანობა, მთავრობის მიერ რისკ-ფაქტორების ეფექტურად მართვაში, მონიტორინგი და გამოვლენა, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა, რეგიონული გამძლეობა და საგანგებო სიტუაციის დროს მზადყოფნა. აღნიშნული პარამეტრების შეჯამებით, საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ორგანიზაციას კვლევა 12 ქვეყნის მონაცემების მიხედვით აქვს გაკეთებული, მათ შორისაა: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთი.

უსაფრხთხოების რეიტინგისა და რისკების შეფასების მიხედვით, „დიფ ნოლიჯ გრუფის“ ანგარიშში კვლევა 200 ქვეყანასა და რეგიონზეა ჩატარებული, რომელშიც საქართველო 39-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში პირველ ადგილზე შვეიცარია, ბოლო ადგილზე კი სამხრეთ სუდანია.