არგენტინური ფეხბურთის ლეგენდას დიეგო მარადონას მიაჩნია, რომ „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი ვერ შეძლებს არგენტინის ნაკრების ლიდერობას. მისი სიტყვებით, ფორვარდმა გუნდში სხვა როლი უნდა შეასრულოს.
„მე ის მთელი გულით მიყვარს, ის ფენომენია. მაგრამ მათ სურთ ლეოსგან შექმნან ლიდერი, ის კი არასოდეს იქნება ასეთი. ის ყოველთვის დარჩება თავის სპორტულ, საფეხბურთო და ოჯახურ სამყაროში“, – მოჰყავს ESPN-ს მარადონას სიტყვები.