დიეგო კოშტას ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ მხოლოდ ჯარიმას გადაიხდის
მადრიდის „ატლეტიკოს” ფორვარდი დიეგო კოშტა დამნაშავედ სცნეს გადასახადებისგან თავის არიდების გამო. ესპანური პრესის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი დაეთანხმა ბრალდებას და ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯა.
თუმცა, ესპანური კანონმდებლობა საშუალებას იძლევა ორ წელზე ნაკლები ვადა ჯარიმით შეიცვალოს. ფეხბურთელი 543 ათას ევროს გადაიხდის. ადრე მან სახელმწიფოს ვალი სრულად დაფარა.
სასამართლო დიეგო კოშტას ედავებოდა 2014 წლის ისტორიას, როცა მან სახელმწიფოს დაუმალა 1.1 მილიონი ევრო, რომელიც საკუთარი საიმიჯო უფლებების გაყიდვის შემდეგ უნდა გადაეხადა.