ესპანური გაზეთის AS-ის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ ფორვარდმა დიეგო კოშტამ მადრიდის „ატლეტიკო“ ზამთარში, უახლოესი სატრანსფერო ბაზრისას დატოვოს. ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელს ჩინეთში კლუბი „ტიანძინი“ ეპატიჟება.
30 წლის კოშტა უკმაყოფილოა იმით, რომ მადრიდულ კლუბში მისი წლიური ანაზღაურება მხოლოდ 8,5 მილიონი ევროა. შედარებისთვის, „ატლეტიკოს“ ფრანგი ლიდერი ანტუან გრიზმანი წელიწადში 25 მილიონ ევროს იღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიეგო კოშტას აგენტმა უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ფორვარდს წასვლა სურს.