დიეგო კოლასი - ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, თავისუფლება შეკრებასა და პრესას, ბრძოლა დისკრიმინაციისა და სიძულვილის წინააღმდეგ, არა ძალადობას
დიეგო კოლასი - ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, თავისუფლება შეკრებასა და პრესას, ბრძოლა დისკრიმინაციისა და სიძულვილის წინააღმდეგ, არა ძალადობას

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს, კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

ელჩის განცხადებას საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გულისტკივილით შევიტყვე ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, რომელიც მძიმედ დაშავდა ორშაბათს თავისი მოვალეობის შესრულებისას, ინფორმირება მოეხდინა 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობის დროს. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და კოლეგებს. თავისუფლება შეკრებასა და პრესას, ბრძოლა დისკრიმინაციისა და სიძულვილის წინააღმდეგ, არა ძალადობას“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც შინ გაწერეს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.