დიეგო კოლასი - საქართველოს ხელისუფლებას დავპირდით, რომ „კოვიდთან“ ბრძოლაში დავეხმარებოდით, მიხარია, რომ ეს დახმარება საერთაშორისო ძალისხმევის საშუალებით ძალიან სწრაფად მოხერხდა
დიეგო კოლასი - საქართველოს ხელისუფლებას დავპირდით, რომ „კოვიდთან“ ბრძოლაში დავეხმარებოდით, მიხარია, რომ ეს დახმარება საერთაშორისო ძალისხმევის საშუალებით ძალიან სწრაფად მოხერხდა

ერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებას დავპირდით, რომ „კოვიდთან“ ბრძოლაში დავეხმარებოდით და ძალიან მიხარია, რომ ეს დახმარება საერთაშორისო ძალისხმევის საშუალებით ძალიან სწრაფად იქნა მობილიზებული, 183 მილიონ ევროზე მეტი იყო მთელი ევროპული ძალისხმევით საქართველოს მიმართ გამოყოფილი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოველწლიურად, სამი წლის განმავლობაში 150 მილიონი ევრო იქნება საქართველოსთვის გამოყოფილი, რასაც დაემატება 30 მილიონი ევროს საგრანტო დაფინანსება.

„ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ჩვენ დავპირდით და შევასრულეთ. დღევანდელი ღონისძიება იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ უკვე პოსტკოვიდურ პერიოდში ვეხმარებით ქვეყანას ამ სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც არის გათვლილი, როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაზე. ეს სამი აქცენტი კეთდება ამ პროგრამაში, რომელიც განხორციელდება სამი წლის განმავლობაში. ყოველწლიურად ამ პროგრამით გამოყოფილი იქნება 150 მილიონი ევრო, ამას ზემოდან დაემატება 30 მილიონი ევროს საგრანტო დაფინანსება და ეს იქნება სამი წლის განმავლობაში. ამის გარდა, ჩვენ ვახორციელებთ ურბანული ტრანსპორტის მიმართულებით დახმარებას, ენერგეტიკის სფეროში, სოციალური კოდექსის შემუშავების სფეროში და სხვა მრავალი მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს სამი წლის პროგრამა გულისხმობს არამარტო დახმარებას, არამედ გააზრებულ ვალდებულებას ხელმომწერი მხარეების მხრიდან. შესაბამისად, აქ კეთდება აქცენტი გუნდურ მუშაობაზე, როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების პერიოდში. მე მხედველობაში მაქვს საფრანგეთისა და საქართველოს გუნდის ძალისხმევა, ასევე ევროპული გუნდის წარმომადგენლობა, რადგან ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს გერმანულ მხარესთან, რომელსაც წარმოადგენს „კაეფვე“,(KFV) ასევე ჩეხეთთან, რომელსაც წარმოადგენს ჩეხეთის განვითარების სააგენტო და ასევე აზიის განვითარების ბანკი. ჩვენ ერთდროულად ვახდენთ ინიციატივების დაგეგმვას და განხორციელებას, აქ ჩვენ ვიხილავთ საოცარ პროგრამებს, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება“, – განაცხადა ელჩმა.