დიეგო კოლასი - საქართველოს გამოწვევები აქვს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონული კუთხით, ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყნის ყველა ენერგია ამ გამოწვევებზე იყოს ფოკუსირებული
დიეგო კოლასი - საქართველოს გამოწვევები აქვს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონული კუთხით, ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყნის ყველა ენერგია ამ გამოწვევებზე იყოს ფოკუსირებული

საქართველოს გამოწვევები აქვს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონული კუთხით. ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყნის ყველა ენერგია ამ გამოწვევებზე იყოს ფოკუსირებული, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მედიაცია არის კარგი შესაძლებლობა, სურათი შემობრუნდეს და რაიმეზე შეთანხმება შედგეს.

„მე ვერ მექნება მოლოდინი, თუმცა ვფიქრობ, გასული კვირებისა და თვის დაძაბულობა არის საქართველოსთვის გამოწვევა. საქართველოს აქვს საკუთარი მნიშვნელოვანი გამოწვევები ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონული კუთხით, სადაც ვითარება არის გართულებული. ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყნის ყველა ენერგია ფოკუსირებული იყოს ამ გამოწვევებზე. მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკურ ფრონტზე არსებული დაძაბულობა შერბილდეს. ევროკავშირის მედიაცია არის კარგი შესაძლებლობა, სურათი შემობრუნდეს, რაიმეზე შეთანხმება შედგეს. მე ვუერთდები მათ, ვინც მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, მოძებნონ გადაწყვეტა“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.