დიეგო კოლასი - მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ორგანიზაციების იმ განცხადებებს, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთდა
დიეგო კოლასი - მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ორგანიზაციების იმ განცხადებებს, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთდა

ჩვენ უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ორგანიზაციების იმ განცხადებებს, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთდა, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

„რაც ყველაზე მთავარია, როგორც უკვე ადრეც აღვნიშნეთ, საჭიროა რეფორმები, როგორც საარჩევნო, ისე სხვადასხვა დემოკრატიული მიმდინარეობით. ამ რეფორმებზე უნდა განაგრძონ პოლიტიკურმა პარტიებმა დისკუსიები. ამის საფუძველზე აუცილებელია, რომ პარლამენტი, ყველა ინსტიტუცია, იყოს ძლიერი, შეჯერდნენ საერთო საკითხებზე და განაგრძონ საქართველოს აღმშენებლობა.

საფრანგეთის და გერმანიის მთავრობამ ერთიანი განცხადება გაავრცელეს 12 დეკემბერს და შეგიძლიათ ამ განცხადებას გადაავლოთ თვალი.

ნებისმიერ საკითხზე პოლიტიკური შეთანხმებები უნდა შედგეს, დისკუსია უნდა გაიმართოს, ეს არის ჩემთვის მთავარი“,- განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.

რაც შეეხება გასული წლის 12 დეკემბერს გავრცელებულ საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებას, მასში ორი ქვეყანა მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გზაზე სვლა განაგრძოს. განცხადების თანახმად, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმები პოლიტიკური დღის წესრიგის შუაგულში დარჩეს, ასეთი დისკუსიისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი.