დიეგო კოლასი - არ არსებობს სხვა დღის წესრიგი, გარდა 12 რეკომენდაციისა, გამამხნევებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინ წაწია შეთავაზების პროცესი, რათა პროცესმა გადაინაცვლოს პარლამენტში
არ არსებობს სხვა დღის წესრიგი, გარდა 12 რეკომენდაციისა, – აცხადებს საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.
ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი დროა საქართველოსთვის.
„საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენ გარკვეული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. არის მკაფიო დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა. არ არსებობს სხვა დღის წესრიგი, გარდა ამ 12 რეკომენდაციისა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კონსტრუქციული ძალა გაერთიანდეს, რათა იყოს პროგრესი ამ რეკომენდაციებთან მიმართებით.
ვფიქრობ, გამამხნევებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინ წაწია შეთავაზების პროცესი, რომ ამ პროცესმა გადაინაცვლოს პარლამენტში. ასევე, გამამხნევებელია, რომ სამოქალქო საზოგადოებამ საკუთარი შეთავაზება გააკეთა. ვფიქრობ, ქვეყნისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი არის ახლა, რომ იმუშაოთ ამ რეკომენდაციებზე“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.