დიეგო გოდინი „კალიარიში“ გადადის
დიეგო გოდინი „კალიარიში“ გადადის

მილანის „ინტერის“ მცველი დიეგო გოდინი ახლოს არის „კალიარიში“ გადასვლასთან.

როგორც იტალიური პრესა წერს, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ტრანსფერზე და მოლაპარაკებები დასრულების სტადიაშია.

ურუგვაელი სარდინიულ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (ბონუსების გათვალისწინების გარეშე). ამასთან, „ინტერი“ ფეხბურთელს დამატებით 1.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

ოფიციალურად გარიგების შესახებ, სავარაუდოდ, სამშაბათს გახდება ცნობილი.

34 წლის გოდინი „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა მოქმედი.

გასულ სეზონში ვეტერანმა 36 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.