დიეგო დეისაძემ რუსულ გუნდში გადასვლაზე უარი თქვა #1TVSPORT
დიეგო დეისაძეს რუსეთსა და უნგრეთში იწვევდნენ, მაგრამ მან ამ წინადადებებზე უარი განაცხადა – ინფორმაციას „ტორპედოს ზონა“ ავრცელებს.
ცნობის მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „ტორპედოს“ თავდამსხმელმა, დიეგო დეისაძემ „კრასნოდარის“ შეთავაზება მიიღო, მაგრამ 21 წლის თავდამსხმელმა რუსეთში თამაშზე უარი განაცხადა.
ამას გარდა, დიეგოს შეძენით უნგრეთის ჩემპიონი „დიორ ეტო“ დაინტერესდა. უნგრულმა კლუბმა სამი ოფიციალური წინადადება გააკეთა და ყოველი მომდევნო შეთავაზებისას პირობებს აუმჯობესებდა. მესამე ცდაზე უნგრული კლუბი მზად იყო, დეისაძის გამოსასყიდი თანხა სრულად გადაეხადა. ასეთ წინადადებაზე კი „ტორპედო“ ტრანსფერს ვეღარ დაბლოკავდა.
ასევე საინტერესო ინფორმაციაა, რომ ქუთაისელთა თავდამსხმელს ჩეხური გუნდის, პრაღის „სლავიის“ სკაუტი აკვირდება და კლუბის ხელმძღვანელობის დარწმუნებას ცდილობს, რომ ფსონი სწორედ დეისაძეზე დადოს.