დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო,​ კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო,​ კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის, კალა-უშგულის (კმ171-კმ186) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, რაიონს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება, მიმდინარეობს სოფლის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.

დატოვე კომენტარი