დიდთოვლობის მიუხედავად, აჭარაში  ავტოტრანსპორტის გადაადგილების პრობლემა არ არის
დიდთოვლობის მიუხედავად, აჭარაში ავტოტრანსპორტის გადაადგილების პრობლემა არ არის

აჭარაში მეორე დღეა თოვს, თუმცა რეგიონის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის გადაადგილების პრობლემა არც ერთ მუნიციპალიტეტში არ დგას.

უწყებაში აცხადებენ, რომ გზები ყველა მიმართულებით ამ დროისთვის გაწმენდილია.

„ამ დროისთვის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტი ჩვეულებრივად მოძრაობს, გზები გაწმენდილია ასევე ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებითაც, მთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში, ასევე ხელვაჩაურის მაჭახელას ხეობასა და ქობულეთის ყოროლისთავის მიმართულებით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს, დღეს იწმინდება შიდა სასოფლო გზებიც“, – განაცხადა პირველ არხთან აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა შავაძემ.