აშშ-ში დიდთოვლობის გამო, 380 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის შედეგად რამდენიმე ასეული ფრენა გადაიდო.
დიდთოვლობა კაროლინას, ალაბამას, ჯორჯიის, ტენესისა და ვირჯინიის შტატებს დაატყდა თავს.ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
დიდთოვლობის გამო, დაკეტილია გზები და შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა. აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაცით, თოვა რამდენიმე დღე გაგრძელდება.