დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, ვენესუელას სანქციები დაუწესოს. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
„ვენესუელის ხალხი უკეთეს მომავალს იმსახურებს. მათ უკვე ბევრი სირთულე გადაიტანეს, მადუროს რეჟიმი უნდა დასრულდეს. დრო მოვიდა, ამ ქვეყანაში ჩატარდეს ღია და გამჭვირვალე არჩევნები“,- განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა.
დღეს ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ევროკავშირის სახელმწიფოებმა ოფიციალურად აღიარეს.