დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ მეგობრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას მოიცავს
ბრიტანეთმა და გერმანიამ მეგობრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას მოიცავს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი ლონდონში მოაწერეს.
გერმანიას მსგავსი მეგობრობის ხელშეკრულებები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანასთან აქვს, მათ შორის საფრანგეთთან.
ხელშეკრულება მოიცავს რამდენიმე ძირითად სფეროს: ორმხრივი თავდაცვის გარანტიას, მიგრაციას, განათლებას, ეკონომიკასა და ვაჭრობას, ასევე ენერგეტიკას.
„მიხარია, რომ შევძელით შეთანხმებას მიღწევა, რომელიც მომავალში სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უფრო ადვილად ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში და პირიქით, გერმანიაში. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას მისცემს შესაძლებლობას, უკეთ გაიცნოს ორივე ქვეყანა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
ცნობისთვის, ფრიდრიხ მერცისთვის ეს პირველი ვიზიტი იყო დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში.