დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში ნაცნობი სახეები გამოიძახა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც მარტის ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა.
ამჯერად, დეშამის არჩევანში არანაირი სიურპრიზი არ არის – განაცხადში ვერც ერთ დებიუტანტს ვერ ვხედავთ.
მეკარეები – ალფონსო არეოლა (ვესტ ჰემი, ინგლისი), მაიკ მენიანი (მილანი, იტალია), ბრის სამბა (ლანსი);
მცველები – ჟონათან კლოსი (მარსელი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა, ესპანეთი), ბენჟამენ პავარი (ინტერი, იტალია), დაიო უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია), იბრაიმა კონატე (ლივერპული, ინგლისი), ვილიამ სალიბა (არსენალი, ინგლისი), ლუკას ერნანდესი (პარი სენ-ჟერმენი), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია)
ნახევარმცველი – უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი), ედუარდო კამავინგა, ორელიენ ჩუამენი (ორივე – რეალი, ესპანეთი), იუსუფ ფოფანა (მონაკო), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, ესპანეთი).
ფორვარდები – კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ოლივიე ჟირუ (მილანი, იტალია), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), მარკუს ტურამი (ინტერი, იტალია), რანდალ კოლო-მუანი (პარი სენ-ჟერმენი), მუსა დიაბი (ლევერკუზენი, გერმანია)
საფრანგეთი 23 მარტს ლიონში შეხვდება გერმანიას და 26 მარტს მარსელში – ჩილეს.