ფრაგულმა გამოცემამ „მიდი ოლიმპიკმა“ საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის სარაგბო წარსული გაიხსენა. როგორც ირკვევა, ტიტულოვანი ფრანგი ფეხბურთელის, დიდიე დეშამის დებიუტი სპორტში ოვალური ბურთით შედგა. დეშამი ბავშობაში მშობლებმა რაგბის გუნდ „ბიარიცში“ მიიყვანეს, თუმცა დიდიემ მოგვიანებით ფეხბურთის თამაში მოინდომა და რაგბის თავი დაანება.
„მიდი ოლიმპიკის“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში დიდიე დეშამი ამბობს, რომ ის ვერ შეძლებდა საკუთარი თავის რეალიზებას სპორტის ამ სახეობაში და ამიტომ არჩია ფეხბურთი. ასევე ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, შეძლებს თუ არა რაგბის გუნდის გაწვრთნას, დიდიემ უპასუხა, რომ მან რაგბის წესებიც კი არ იცის სრულფასოვნად.
„სხვა სპორტის სახეობაში რომ შემომთავაზონ მწვრთნელობა, ამისთვის არ მაქვს საკმარისი ცოდნა. მე მგონი, ეს იგივეა, რომ იმ ქვეყნის სამგზავრო მატარებლით იმგზავრო, რომლის ენა საერთოდ არ გესმის. მე რაგბის ყველა წესიც კი არ ვიცი. ასე რომ, რაგბის მწვრთნელი ვერასდროს გავხდები“. – განაცხადა 51 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამის ხელმღვანელობით საფრაგეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმმა 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.