საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა კომენტარი გაუკეთა თავისი გუნდის წაგებას ევრო 2024-ის ნახევარფინალში ესპანეთის წინააღმდეგ (1:2).
„ესპანეთმა დღეს დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ შევძელით ანგარიშის გახსნა, მაგრამ მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა, რადგან უკეთ აკონტროლებდა ბურთს. დღეს ესპანეთმა თავისი ოსტატობა გვაჩვენა.
ჩვენ ცოტათი ვაგვიანებდით და ალბათ ფიზიკურადაც ჩამოვრჩებოდით, რამაც გამოიწვია ტექნიკური შეცდომები, განსაკუთრებით თამაშის შექმნის მხრივ. არასაკმარისად ხშირად მივდიოდით წინ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ დიდიე დეშამმა.