საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა აზრი გამოთქვა ევრო 2024-ზე მისი გუნდის დაბალშედეგიანობის შესახებ.
„ავტოგოლიც გოლია. მეტოქეებიც ასევე ვერ მოქმედებდნენ ეფექტურად, არადა, მათ ჰქონდათ შანსები. არ გვჭირდება ბევრი გოლის გატანა. უმჯობესია, არ გავუშვათ. თუმცა მირჩევნია, ბევრს ვიტანდეთ“, – თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საფრანგეთის ნაკრებმა ნახევარფინალამდე სამი გოლით მიაღწია – აქედან ერთი პენალტით კილიან მბაპემ გაიტანა, დანარჩენი ორი კი ავტოგოლი იყო. ასე რომ, საფრანგეთის არცერთ ფეხბურთელს თამაშიდან ჯერ გოლი არ გაუტანია.