მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, „დიდი სლემის“ ტურნირების 10-გზის ჩემპიონს, არანჩა სანჩეს-ვიკარიოს კანონთან პრობლემები შეექმნა და შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს.
როგორც ესპანური გაზეთი Marca წერს, ლუქსემბურგის ბანკმა სარჩელი შეიტანა ბარსელონის სასამართლოში და ყოფილი ჩოგბურთელისა და მისი მეუღლისგან, ხოსეპ სანტაკანისგან 7.5 მილიონი ევროს ოდენობის ვალის დაბრუნება მოითხოვა.
სანჩესსა და სანტაკანს ბრალად ედებათ თაღლითობა და აქტივების დამალვა. 2010 წელს ჩოგბურთელის წინააღმდეგ ასევე შეიტანეს მსგავსი სარჩელი, მაგრამ მაშინ არანჩა სასამართლო დავას გადაურჩა.
სანჩეს-ვიკარიო „დიდი სლემის“ ტურნირების 10-გზის ჩემპიონია – მას ოთხი მოგება აქვს ერთეულებში და ექვსი წყვილებში.
ამ მომენტისთვის 46 წლის არანჩა მაიამიში იმყოფება და ცდილობს სანტაკანთან ქორწინება გააუქმოს.