„დიდი შვიდეულის“ სამიტი სექტემბერში გაიმართება და მასზე დონალდ ტრამპი რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის ლიდერებს მიიწვევს

08:42, 31.05.2020

„დიდი შვიდეულის“ სამიტი სექტემბერში გაიმართება და მასზე აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთსა და კიდევ სამ ქვეყანას მიიწვევს.

ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ალისა ფარამ განაცხადა.

მისი თქმით, გაფართოებულ ფორმატში მიწვეული იქნებიან: რუსეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ინდოეთი, რაც ამ ქვეყნების ლიდერებს საშუალებას მისცემს, განიხილონ ჩინეთის საკითხი.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო მისი გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს.

მსგავსი