„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადეს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დიდი შვიდეულის“ 2022 წლის პრეზიდენტობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეულის“ წევრები გააძლიერებენ კამპანიას იმ ფინანსურ ელიტებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინის საომარ კამპანიას.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ მოწოდებულნი არიან „ეტაპობრივად შეაჩერონ ან აკრძალონ რუსული ნავთობის იმპორტი“.