„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინაში ომის შესაწყვეტად ჩინეთს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებენ
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინაში ომის შესაწყვეტად ჩინეთს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებენ

უკრაინაში ომის შესაწყვეტად „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ჩინეთს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნულის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ერთობლივ კომუნიკეშია ნათქვამი.

„რადგან რუსეთი აწარმოებს თავის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის იურიდიულად სავალდებულო ბრძანება, შეასრულოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები, შეაჩეროს მისი სამხედრო აგრესია და დაუყონებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან“, – ნათქვამია კომუნიკეში.

ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გლობალური გამოწვევების მიმართულებით ჩინეთთან თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და მოუწოდეს ჩინეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

„ვახსენებთ ჩინეთს, დაიცვას გაერო-ს წესდების პრინციპი დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ და თავი შეიკავოს მუქარისგან, იძულებისგან, დაშინებისა და ძალის გამოყენებისგან“, – ნათქვამია კომუნიკეში.