დიდი შვიდეულის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ - სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელის, მისი ხალხის მიმართ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი
დიდი შვიდეულის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ - სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელის, მისი ხალხის მიმართ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი

დიდი შვიდეულის ლიდერები მკაცრად გმობენ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას. ლიდერებმა ამის შესახებ საერთო განცხადება გაავრცელეს.

„ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი. ამ ქმედებებით ირანმა ნაბიჯი გადადგა რეგიონში დესტაბილიზაციისკენ და რეგიონული, უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გაზრდისკენ. ეს თავიდან უნდა იქნეს აცილებული“, – წერია განცხადებაში.

როგორც დიდი შვიდეულის ლიდერებმა განაცხადეს, ისინი მოითოვენ, რომ ირანმა და მისმა მარიონეტება შეწყვიტონ თავდასხმები.

ლიდერები ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ, მიიღონ შესაბამისი ზომები დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.