დიდი შვიდეულის ლიდერები ავღანეთის საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ავღანეთის საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მოლაპარაკებები ონლაინფორმატში 24 აგვისტოს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ გვერდზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გაავრცელა.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად იმუშაოს ავღანეთიდან უსაფრთხო ევაკუაციის, ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილებისა და ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად, რათა ბოლო 20 წლის მიღწევები განმტკიცდეს“, – წერს ჯონსონი.
ამჟამად დიდი ბრიტანეთი დიდი შვიდეულის ჯგუფის თავმჯდომარეა.