კრივის მოყვარულებმა რამდენიმე საათის წინ ძალიან საინტერსო დაპირისპირება იხილეს. უკრაინელი მსოფლიოს ჩემპიონი ვასილი ლომაჩენკო ბრუკლინელ ტეოფიმო ლოპესს მსუბუქ წონით დივიზიონში მეოთხე ქამრის მოსაპოვებლად (lightweight) დაუპირისპირდა.
ორთაბრძოლის საწყისი რაუნდები ამერიკელი მოკრივეს უპირატესობით წარიმართა. ლომაჩენკომ სიტუაციის გამოსწორება ბოლო რაუნდებში შეეცადა, თუმცა, საბოლოოდ, მსაჯებმა ლოპესის გამარჯვება დააფიქსირეს (119-109).