სომხეთმა ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
სომხეთმა ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების შეხვედრის პარალელურად, C ლიგის მე-2 ჯგუფის მეორე მატჩი გაიმართა – სომხეთმა კვიპროსში, ნეიტრალურ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია მიიღო და დაამარცხა.

ანგარიში სომხეთის ნაკრებმა 56-ე წუთზე გახსნა – მეტოქის კარი „ანორთოსისის“ მცველმა ოვანეს ამბარცუმიანმა აიღო. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა 1:0.

სომხეთის ნაკრები სენსაციის ავტორი გახდა, გუნდმა 11 ქულა დააგროვა, C ლიგის მე-2 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა.

მეორე ადგილზე 9 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა, საქართველო (7 ქულა) მესამეზე, ხოლო ბოლო ადგილზე ესტონეთია (3 ქულა), რომელმაც გასვლაზე ერთადერთი ქულა სწორედ საქართველოსთან მოიპოვა.