დიდი დანაკლისი საქართველოსთან მატჩამდე - ბათუმში საბერძნეთის ნაკრებს საკვანძო ნახევარმცველები დააკლდება #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრები საქართველოსთან (9 ოქტომბერს) და შვედეთთან (12 ოქტომბერს) გადამწყვეტ მატჩებისთვის ემზადება. გუნდის ნიდერლანდელი მწვრთნელი ჯონ ვან სხიპტი იძლებული გახდა, შემადგენლობაში ცვლილებები შეეტანა.
ბერძნებისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ შემტევი ნახევარმცველები, დიმიტრიოს პელკასი („ფენერბახჩე“) და გეორგიოს მასურასი („ოლიმპიაკოსი“) დაბრუნდნენ და ოქტომბრის მატჩებისთვის ემზადებიან.
რაც შეეხება დანაკლისს: პორტუგალიელმა ნახევარმცველმა კარლოს ზეკამ, რომელმაც საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო, კვირას „ვიბორგთან“ (1:1) ჯვარედინი იოგები დაიწყვიტა. „კოპენჰაგენში“ ხოჭოლავას თანაგუნდელისთვის სეზონი დასრულდა და 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება, რაც გუნდისთვის დიდი დანაკლისია.
დაშავდა კიდევ ერთი ცენტრალური ნახევარმცველი კონსტანტინოს გალანოპულოსი (ათენის აეკ), რომელმაც მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ განიხილებოდა. ტრავმირებულია დიმიტრიოს კურბელისი („პანათინაიკოსის“ კაპიტანი), რომელიც ასევე ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია.
„ნიდერლანდელმა მწვრთნელმა, რომელმაც დიდი ხნის წინ დაკარგა კურბელისი, ძირითად შემადგენლობაში ანდრეას ბუშალაკისი („ოლიმპიაკოსი“) ჩასვა. მაგრამ ახლა მან დაკარგა ზეკა, რომელიც ეროვნულ გუნდში შეუცვლელი იყო. ასე რომ, ჯონ ვან სხიპტს სამი ცენტრალური ნახევარმცველი დარჩა. ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებამდე ეს კარგი ამბავი ნამდვილად არ არის“, – წერს ბერძნული გამოცემა „გაზეტა“.