დიდი დაბრუნება - დენ კარტერი „ბლუზში“ ითამაშებს [ვიდეო]
დიდი დაბრუნება - დენ კარტერი „ბლუზში“ ითამაშებს [ვიდეო]

ახალ ზელანდიური რაგბის ლეგენდა, 38 წლის დენ კარტერი რაგბის სათამაშოდ იაპონიიდან სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას ოქლენდის „ბლუზში“ გააგრძელებს.

სანამ საფრანგეთში და იაპონიაში ითამაშებდა, მგეზავმა „კრუსეიდერსში“, რომელიც „ბლუზის“ მთავარი მეტოქეა, 13 სეზონი გაატარა. სანაკრებო კარიერა მან 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის ფინალის მოგების შემდეგ დაასრულა, რომელშიც გადამწყვეტი არეკნი გაიტანა. დენიელი შესანიშნავი მგეზავი იყო და ახალ ზელანდიურ რაგბის წაადგება მისი და ნაკრების ამჟამინდელი 10 ნომერის – ბოდენ ბარეტის ერთად თამაში.


დენ კარტერმა ახალი ზელანდიის ნაკრებში გამართულ 112 მატჩში 1 598 ქულა მოაგროვა, რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებელია.

„ბლუზი“ განახლებული სეზონის პირველ მატჩს მომდევნო კვირაში, „ჰარიქეინსის“ წინააღმდეგ გამართავს.