დიდი ბრიტანეთში სროლის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
დიდი ბრიტანეთში სროლის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

დიდი ბრიტანეთში სროლის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ინციდენტი დევონის საგრაფოში, ქალაქ პლიმუთში მოხდა.

როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, გარდაცვლილებს შორის არის თავდამსხმელიც. მათივე ინფორმაციით, მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის, სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის მანქანები.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს „შოკისმომგვრელი უწოდა“ და მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პოლიციის მითითებებს დაემორჩილონ.

დატოვე კომენტარი