დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს თანამდებობას დატოვებს, თუ მანამდე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი ჯონ ბერკოუ აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს თანამდებობას დატოვებს, თუ მანამდე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ბერკომ განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადა დასასრულს უახლოვდება და მისთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო სპიკერის სამსახური.
მისი თქმით, თუ დიდ ბრიტანეთში ოქტომბრის ბოლომდე ვადმაელი არჩევნები არ დაინიშნება, ის 31 ოქტომბერს თანამდებობას დატოვებს. მისი თქმით, ეს იქნება „ყველაზე ნაკლებად დამანგრეველი და ყველაზე დემოკრატიული გასვლა“.
ჯონ ბერკოუ თემთა პალატის სპიკერის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს. ის ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის მოწინააღმდეგეა.
ემოციური გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ამაყობს იმით, რომ პარლამენტარების ინტერესებს იცავდა. ბერკოუს გამოსვლას პარლამენტში მეუღლეც ესწრებოდა.
„2017 წლის არჩევნებზე, მე დავპირდი ჩემს ცოლსა და შვილებს, რომ ეს ჩემთვის უკანასკნელი იქნებოდა“, – აღნიშნა მან.